მარიხუანა

არხანგელსკის ოლქში მცურავ იახტაზე კანაფის 230 ნერგი აღმოაჩინეს

რუსმა სამართალდამცველებმა არხანგელსკის ოლქში მცურავი იახტის ბორტზე კანაფის 230 ნერგი აღმოაჩინეს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, კანაფის ნერგები რუსეთის სამ მოქალაქეს ეკუთვნოდა. მედიის ცნობით, სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევები არიან. 

იახტაზე იყო გამოყვანილი სარწყავი სისტემა და სპეციალური განათებაც. კანაფის ნერგები ქოთნებში იყო მოთავსებული. 

დაკავებულებმა აღიარეს რომ მარიხუანის კულტივაციით იყვნენ დაკავებულები, თუმცა რა მიზნით ჰქონდათ ამ რაოდენობის კანაფი უცნობია.

ერთი მათგანი დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

 

კომენტარები