სტიქია რომში

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, რომის ქუჩები თოვლითა და ყინულით დაიფარა (VIDEO)

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, რომის ქუჩები თოვლითა და ყინულით დაიფარა. რომის გარეუბნები კი დაიტბორა. 

დედაქალაქის ქუჩებში ხეები და მანქანები დაცურავენ. წყალდიდობის გამო, ოთხი მეტროს სადგური დაიხურა. 

რომის მერის, ვირჯინია რაჯის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო ვითარებაში მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ოქტომბრის ბოლოს იტალიაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა, სიცილია და სარდინიაც. ძლიერმა ქარმა მილანში ინფრასტრუქტურა დააზიანა. 

კომენტარები