აშშ-ის არმია

პირველად, აშშ-ის არმიის ყველაზე დიდ სამხედრო დანაყოფს ქალი უხელმძღვანელებს

Krista Kennell / Shutterstock.com

აშშ-ის შეიარაღებული არმიის სარდლობის ისტორიაში პირველად, ყველაზე დიდ დანაყოფს, რომელიც 776 000 მეომრისგან შედგება, ქალი უხელმძღვანელებს.

ლორა რიჩარდსონი აშშ-ის არმიაში 1986 წლიდან მსახურობს. 2012-ში ის “ამერიკის პირველ ჯგუფად” ცნობილი საკავალერიო დანაყოფის მეთაურის პირველი ქალი მოადგილე გახდა.

2017 წელს ლორა რიჩარდსონი აშშ-ის შეიარაღებული არმიის მთავარსარდლის მოადგილის პოზიციას იკავებს ჩრდილოეთ კაროლინაში.

2018 წლის ოქტომბრიდან კი, ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველი ქალი მთავარსარდალი ხდება.

თავის კარიერაში, რიჩარდსონი მსახურობდა, როგორც არმიის ავიატორი, ვიცე პრეზიდენტის სამხედრო დამხმარე და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის ერთ-ერთი ოფიცერი.

კომენტარები