სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ქალები ქორწინებაზე უარს მასობრივად ამბობენ

სამხრეთ კორეაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ქორწინებაზე უარს ამბობენ, იზრდება. მათ კაცებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ სურთ და თუ არაფერი შეიცვალა, ეს ბუნებრივ მატებაზე აისახება. 

"არ ვაპირებ შვილის გაჩენას, არასდროს," - ამბობს 24 წლის ჯანგ იუნ ჰუა - "არ მინდა განვიცადო ის ფსიქიკური ტკივილი, რომელიც ბავშვის გაჩენას მოჰყვება. ეს ჩემი კარიერისთვის საზიანოა", 

იუნ ჰუა კომიქსების მხატვარია. ის ბევრს მუშაობდა, რათა ამისთვის მიეღწია.

"ოჯახის ნაწილად ყოფნას, მირჩევნია მარტო ვიცხოვრო და ჩემი ოცნებები ავისრულო," - ამბობს ის.

იუნ ჰუა ერთადერთი არ არის, ვისაც ოჯახი კარიერისთვის ხელის შემშლელად მიაჩნია.

ჩოი მუნ ჯეონგის ისტორია პრობლემას კარგად გადმოსცემს. ის სეულის გარეუბანში ცხოვრობს. მუნ ჯეონგმა სამსახურის უფროს ორსულობის შესახებ უთხრა, უფორსის რეაქციამ კი ძალიან გააკვირვა.   

ჩოი მუნ ჯეონგი

"უფროსმა მითხრა, შვილი როცა გეყოლება, ის გახდება შენი პრიორიტეტი, სამსახური კი მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, ასე რომ, კიდევ შეგიძლია მუშაობა? - ამ კითხვას სულ მიმეორებდა". 

მუნ ჯეონგი ამჟამად საგადასახადო ბუღალტერია. წლის ყველაზე დაკავებულ დროს, უფროსმა მას ჩვეულებრივზე ბევრად მეტი საქმე დაავალა, მიზეზად კი გოგოს სამსახურისადმი ერთგულების ნაკლებობა დაასახელა. რა თქმა უნდა, დაძაბულობამ იმატა. 

"მიყვიროდა. ამდენ სტრესს ჩემმა სხეულმა ვერ გაუძლო, თვალებს ვერ ვახელდი," - ამბობს ის - "თანამშრომელმა ექიმი გამოიძახა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადამიყვანეს". 

ჰოსპოტალში ის ექიმმა გააფრთხილა, რომ სტრესი ბავშვს აზიანებდა.

როდესაც მუნ ჯეონგი ერთი კვირის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა, უფროსი ყველაფერს აკეთებდა, რათა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

მისი თქმით ასეთი შემთხვევები იშვიათობა არაა.

"ასეთი ბევრი შემთხვევა არსებობს. ბევრს ვიცნობ, რომლებიც ბავშვის გაჩენას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ."

ბევრი მუშაობის, ხანგრძლივი სამუშაო დროის შედეგად, ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყანა ძალიან განვითარდა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს.

მაგრამ იუნ ჰუა ამბობს, რომ როლი, რომლებსაც ქალები ამ ტრანსფორმაციაში თამაშობდნენ, ხშირად სათანადოდ დაფასებული არ არის.

"კორეის ეკონომიკა დამოკიდებულია ქარხანაში მომუშავე დაბალხელფასიან ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობაც ქალები არიან,"- ამბობს ის - "მან ნებართვა უნდა აიღოს კაცისგან, რათა ფოკუსირება მოახდინოს საქმეზე."

საშუალოდ, სამხრეთ კორეაში კაცები 45 წუთს ხარჯავენ დღეში, რათა სამსახურის გარეთ იმუშაოს, თუნდაც ბავშვს მოუაროს. ქალები კი 5-ჯერ მეტ დროს.

"ამ ქვეყანაში ქალების მთავარ მოვალეობად კაცების მხარდაჭერას მიიჩნევენ. ჩემი თავი არ მაძლევს უფლებას, ვინმესთვის დამხმარის როლი მქონდეს. საკუთრი ცხოვრებით ვარ დაკავებული," - ამბობს იუნ ჰუა, რომელსაც სამხრეთ კორეაში ამ აზრის გამო ეგოისტად მიიჩნევენ. 

ეს არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ქორწინება არ აინტერესებს. იუნ ჰუას არც ბოიფრენდის ყოლა სურს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დაშორების შემთხვევაში შესაძლოა ბიჭის მხრიდან შურისძიების და ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრების გავრცელების მსხვერპლი გახდეს. მისი თქმით, ეს კორეაში ხშირად ხდება. იუნ ჰუა ოჯახში ძალადობის ფაქტორითაც შეშფოთებულია. 

კორეის კრიმინოლოგიის ინსტიტუტმა გასული წლის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კაცების 80% თავის შეყვარებულზე ძალადობს. 

როდესაც BBC-იმ კითხა, თუ როგორ ხედავენ სამხრეთ კორეაში კაცები ქალებს, მან ერთადერთი სიტყვა თქვა: "მონა." 

ნათელია, როგორ აისახება ეს დამოკიდებულება სამხრეთ კორეის შობადობაზე. გასულ წელს ქორწინების მაჩვენებელი აქ რეკორდულად დაბალი - 1 000 ადამიანიდან 5,5 იყო, მაშინ, როცა 1970 წელს იყო - 9,2. ქორწინების გარეშე კი სამხრეთ კორეაში ძალიან ცოტა ბავშვი იბადება. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები სამხრეთ კორეაში ქორწინებაზე უარს ამბობენ, ბავშვების აღზრდის ფასია. მიუხედავად იმისა, რომ აქ განათლება უფასოა, სასწავლებლებში უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია მშობლებს აიძულებს, განათლებისთვის დამატებით დიდი თანხა გადაიხადონ. 

ყველა ამ ფაქტორმა წარმოშვა სამხრეთ კორეაში ახალი - სამპო თაობა. სიტყვა სამპო სამ რამეზე - ურთიერთობებზე, ქორწინებასა და ბავშვებზე უარის თქმას ნიშნავს. 

იუნ ჰუა ამბობს, რომ მას ამ სამ რამეზე უარი არ უთქვამს - ცელიბატსა და ქალებთან უერთიერთობას შორის არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. 

კომენტარები