ზაზა სარალიძის დაკავება

სარალიძის მხარდასაჭერ აქციას საპრეზიდენტო კანდიდატებიც შეუერთდნენ

"იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქციაზე პრეზიდენტობის კანდიდატებიც მივიდნენ. ისინი აქციის მონაწილეების მსგავსად სარალიძის გათავისუფლებას მოითხოვენ.

პარლანეტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები