არჩევნები 2018

კობახიძე: ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს

პარლამენტის პრესსამსახური

ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა: "ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში, საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი" - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალია ალბათობაა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს და მეორე ტური არ დაინიშნოს.

"ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა არის ასევე ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის აქტიურობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები