არჩევნები 2018

BCG-ის ეგზიტპოლი: ვაშაძე - 37%, ზურაბიშვილი - 34%, ბაქრაძე - 17%

ევროპული საქართველოს დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება. 

BCG-ის მონაცემებით, ანალიტიკური განაწილების შედეგად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა 34%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. 

BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.

საარჩევნო ეგზიტპოლები ქართული ოცნების დაკვეთით "ფსიქოპროეტმა", ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით Edison Research-მაც ჩაატარეს. ფსიქოპროექტის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო Edison Research-ის მიხედვით, ვაშაძე და ზურაბიშვილი 40-40%-ის იღებენ. 

კომენტარები