ქირურგიის ეროვნული ცენტრი

წერეთლის გამზირზე 24 წლის კაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა, პუფებს დაეცა და გადარჩა

თბილისში, წერეთლის გამზირზე 24 წლის კაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა, პუფებს დაეცა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას უთხრეს, რომ ჩაუტარდა გამოკვლევები და სხეულის დაჟეჟილობა აქვს.

"დაახლოებით საათნახევრის წინ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა 24 წლის ბიჭი, რომელიც მე-14 სართულიდან გადმოვარდა. ამბობს ფეხი დამიცდა და გადმოვვარდი, ავტოფარეხს დავეცი, სადაც პუფები იყოო. ახლა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული, ჩაუტარდა კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიმდინარეობს დაკვირვება. ზოგადად არის მხოლოდ სხეულის დაჟეჟილობა", - ამბობენ კლინიკის პრესსამსახურში.

კომენტარები