რონალდინიოს ბრაზილიის მოქალაქეობა ჩამოართვეს

Zimbio.com

ვეტერანმა ფეხბურთელმა რონალდინიომ აკრძალულ ადგილზე თევზსაჭერი ობიექტი გახსნა, რის გამოც ის ორმილიონნახევარი დოლარით დააჯარიმეს. ბრაზილიელმა თანხა არ გადაიხადა, რის გამოც, სასამართლომ მას ქვეყნის მოქალაქეობა და პასპორტი ჩამოართვა.

ფეხბურთელი ამ ყველაფერს პოლიტიკას აბრალებს. რონალდინიო საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერდა მხარს ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის პირველი პირი გახდა.

რონალდინიო ფიქრობს, რომ ოპოზიციონერებმა მასზე შური იძიეს და საქმეც ამიტომ გართულდა. ფეხბურთელს მოქალაქეობის დაბრუნება სურს და პრეზიდენტის დახმარების იმედი აქვს.

კომენტარები