ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავება

ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

0 კომენტარი
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და მის მოადგილეს, გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია და გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1 ნოემბერს დააკავა.

პროკურორის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები