თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, დოლიძის და ქარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები