2018 წლის ვიქტორია სეკრეტის შოუზე ბრილიანტის ბიუსჰალტერს [Fantasy Bra] ანგელოზი ელსა ჰოსკი მოირგებს. ბიუსჰალეტირის ღირებულება 1 000 000 ამერიკული დოლარია.
ბრილიანტის ბიუსჰალტერის შემქნას მთლიანობაში 930 საათი და 2 100 ძვირფასი ქვის გამოყენება დასჭირდა.
მსგავსი ბიუსჰალტერის შეძენა, ოღონდ სვაროვსკის თვლებით გაწყობილის, მომხმარებლებს 29 ნოემბერიდან, ვიქტორია სეკრეტის საიტიდან შეეძლებათ.
ვიქტორია სეკრეტი ყოველწლიურად ერთ ანგელოზს გამოარჩევს, რომელსაც შოუზე ბრილიანტის ბიუსჰალტერს [Fantasy Bra] აცმევს. ყველაზე ძვირადღირებული, 15 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბიუსჰალტერი, 2000 წლის შოუზე ჟიზელ ბიუნდჰენმა მოირგო.