აშშ

კალიფორნიის ბარში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 12 ადამიანი მოკლა და 10-ზე მეტი დაჭრა

EPA

უახლესი ინფორმაციით, აშშ-ის კალიფორნიის შტატში ბარ Thousand Oaks-სში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების თქმით მან სულ მცირე ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და კვამლის გამშვები ყუმბარები გამოიყენა.

დაღუპულებს შორის არის პოლიციელიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიჭრა და შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის მიხედვით თავად თავდამსხმელიც მკვდარია, თუმცა მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია.

თავდასხმის დროს ბარში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები