ჟიზელ ბიუნდჰენი

ჟიზელ ბიუნდჰენმა ვიქტორია სეკრეტიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა

getty images

სუპერმოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა თავის წიგნში ვიქტორია სეკრეტიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ჟიზელ ბიუნდჰენი ვიქტორია სეკრეტიდან 2006 წელს წამოვიდა, ის ბრენდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო.

"პირველი ხუთი წელი საცვლებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, უფრო და უფრო არაკომფორტულაც ვიყავი, როდესაც ჩვენებაზე გავდიოდი და მხოლოდ საცვლები მეცვა. ვეუბნებოდი, რომ მოეცათ მოსასხამი, კუდი ან ფრთები, ნებისმიერი რამ, რაც ოდნავ მაინც დამფარავდა", - წერს ჟიზელ ბიუნდჰენი.

ბრაზილიელი სუპერმოდელი 19 წლის იყო, როდესაც ვიქტორია სეკრეტმა აიყვანა.

"მე ძალიან მადლობელი ვიყავი შანსებისთვის და იმ ფინანსური უსაფრთხოებისთვის, რასაც კომპანია მაძლევდა, თუმცა მე ცხოვრების განსხვავებულ მხარეს ვარ და არ ვიყავი დარწმუნებული კვლავ მინდოდა თუ არა ვიქტორია სეკრეტთან მუშაობის გაგრძელება. ორ ფურცელზე "არა" და "კი" დავწერე, ყუთში ჩავაგდე და ვიფიქრე, რომელ ფურცელსაც ამოვიღებდი ის იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება", - წერს ჟიზელ ბიუნდჰენი.

კომენტარები