დიდი ბრიტანეთი

პრინცი ჩარლზი: მონარქის რანგში აქტივისტობას აღარ გავაგრძელებ, ასეთი სულელიც არ ვარ

Getty

BBC-ს დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით "პრინცი, ვაჟი და მემკვიდრე: ჩარლზი 70 წლის ასაკში" დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ამბობს, რომ მონარქად კურთხევის შემთხვევაში აქტივისტი არ იქნება და ინტერვენციებს არ აპირებს.

"ასეთი სულელიც არ ვარ." თქვა მან.

თუმცა, მისივე თქმით ტახტის მემკვირდრეობა და მონარქობა განსხვავებულ ქცევას მოითხოვს:

"ერთნაირი ვერ იქნები როგორც უელსის პრინცი და ტახტის მემკვიდრე და როგორც მონარქი. მაგრამ ის იდეა, რომ ისევე გავაგრძელებ მოქცევას, როგორც აქამდე, სისულელეა, რადგან ეს ორი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. შეხედეთ შექსპირის პიესებს, ჰენრი მეხუთე, ჰენრი მეოთხე, ნახეთ რა ცვლილებები განიცადეს. როდესაც მონარქი ხდები, იმ როლის თამაში გიწევს, რასაც შენგან ელიან." თქვა მან.

ჩარლზს წარსულში აკრიტიკებდნენ ისეთ არქიტექტურასთან, აგრარულ სექტორთან, სამედიცინო სექტორთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კამპანიებში მონაწილეობისათვის. როდესაც დედოფალმა ელისაბედმა თქვა, რომ საკუთარ ვაჟს ტახტს სამ წელიწადში დაუთმობდა გამოითქვა შეშფოთება, რომ ჩარლზი მონარქად კურთხევის შემდეგაც გააგრძელებდა მსგავს საქმიანობას:

"არა, არ გავაგრძელებ. ასეთი სულელიც არ ვარ." თქვა მან.

დოკუმენტური ფილმი ეთერში დღეს, ჩარლზის 70-ე დაბადების დღეზე გავა.

კომენტარები