ავსტრია-რუსეთი

კურცი: გვაქვს ეჭვი, რომ ავსტრიელი სამხედრო ოფიცერი რუსეთისათვის 1990 წლიდან ჯაშუშობდა

ვლადიმირ პუტინი და სებასტიან კურცი
AFP

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის თქმით გადამდგარი მაღალი რანგის ავსტრიელი სამხედრო ოფიცერი 1990 წლიდან მოყოლებული რუსეთისათვის ჯაშუშობდა.

"თუ ჩვენი ეჭვები დადასტურდება, ეს შემთვევა რუსეთსა და ევროკავშირს შორის უერთიერთობების გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს. ამ დროისათვის რუსეთისაგან გამჭვირვალე ინფორმაციას მოვითხოვთ. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, და ასევე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის ჰოლანდიის მაგალითის მიხედვით, შეგვიძლია მივიჩიოთ, რომ ჩვენი ეჭვები მალე დადასტურდება." უთხრა კურცმა ჟურნალისტებს.

ოფიცრის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნეისლმა, რომელმაც ქორწილში ვლადიმირ პუტინი დაპატიჟა და ეცეკვა, მოსკოვში ვიზიტი გადადო და რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით ავსტრიის მხრიდან ბრალდებებმა "უციამოვნოდ გააოცა" და მან ოფიცრის შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია ერთ-ერთია, ვინც ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსი დიპლომატები არ გააძევა. მაშინ კანცლერმა კურცმა თქვა, რომ ავსტრიას ნეიტრალური ქვეყნის ტრადიციის დარღვევა არ სურს.

შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული ორი რუსი ჯაშუში შვეიცარიის თავდაცვის ლაბორატორიაში, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალის მოსაწამლად გამოყენებულ ნერვულ აგენტს, "ნოვიჩოკს" იკვლევს, კიბერ თავდასხმას გეგმავდა.

რუსეთის მოქალაქეების მიმართ ეჭვი პოლიტიკური შპიონაჟის საფუძველზე მარტში გაჩნდა. შვეიცარიის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰააგაში მომუშავე რუსეთის ორი მოქალაქე რუსეთის მთავრობის ჯაშუშები იყვნენ და შვეიცარიაში არალეგალურ ქმედებებს გეგმავდნენ.

კომენტარები