სუმო

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოს პირველი დღე წარუმატებლად დაიწყო (VIDEO)

Taichai

კიუშო ბაშოს პირველი დღეს ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი გამოდგა. ტოჩინოშინი მონღოლ მაეგაშირა ტამავაშისთან დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ტამავაში მავაშში ვერ დაიჭირა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ქართველი მებრძოლი დოჰიოდან გადააგდო. აქამდე, გორგაძეს მონღოლ სპორტსმენთან მოგება/წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ 16:8-ზე ჰქონდა.

ხვალინდელ ბრძოლაში, ტოჩინოშინის მეტოქე მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება. ქართველმა ოძეკმა მას ორი ბრძოლა მოუგო და ერთხელ დამარცხდა.

კომენტარები