აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ხანძარს დედა და 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში, დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ რეგიონში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 4 ბავშვია. 

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 28 წლის ქალი, ხოლო ბავშვების ასაკი 1,6,8 და 11 წელია.

"ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს. ადგილზე აღმოვაჩინეთ 5 ცხედარი. 4 ბავშვი და მათი დედა",- ამბობენ უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები