ქორწილი

"ეს ჩემი ზღაპრული ქორწილია, პრინცის გარეშე" - 40 წლის ქალი თავის თავზე დაქორწინდა

0 კომენტარი
ფოტო: indy100.com

40 წლის იტალიელი ფიტნესის ინსტრუქტორი, ლაურა მეზი, თავის თავზე დაქორწინდა.

მას თავის თავთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომ თუ 40 წლის ასაკშიც ვერ იპოვიდა ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც იცხოვრებდა, საკუთარ თავზე დაქორწინდებოდა.

"მე ვუთხარი ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, რომ თუ 40 წლის ასაკშიც ვერავის ვიპოვიდი, ჩემს თავზე ვიქორწინებდი", - თქვა ლაურა მეზიმ.

ლაურა მეზიმ ტრადიციული ქორწილი გადაიხადა - მას თეთრი კაბა ეცვა, ჰქონდა ოქროს ბეჭედი და ჰყავდა მეჯვარეები, შამპანიურების ბოთლებზე კი "მარტოხელა" [Single] ეწერა.

"თუ ერთ დღეს ვიპოვი კაცს, რომელთან ერთადაც შევძლებ დავგეგმო ჩემი მომავალი, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ჩემი ბედნიერება არ იქნება მასზე დამოკიდებული. მჯერა, რომ ყველას შეგვიძლია გვიყვარდეს საკუთარი თავები. ყველას შეუძლია იცხოვროს ზღაპარში პრინცის გარეშე. ეს ჩემი ზღაპრული ქორწილია - პრინცის გარეშე", - თქვა ლაურა მეზიმ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები