აფეთქება ფონიჭალაში

აფეთქება ფონიჭალაში - მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს, ეძებენ ბავშვსაც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს. 

სამძებრო-სამაშველო ღონიძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, 1 წლამდე ბავშვია.

ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა.

"მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

მეორე სართულზე, სადაც არის სამშენებლო ფილა ჩავარდნილი, ჩვენი ინფორმაციით, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი" - აცხადებდა შსს რამდენიმე საათის წინ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები