ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და თოფურიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები