კვლევა

კვლევის მიხედვით, გულმავიწყობა მაღალი ინტელექტის ქონას ნიშნავს

indy100.com

კვლევის მიხედვით, გულმავიწყობა მაღალი ინტელექტის ქონას ნიშნავს.

კვლევა Neuron-მა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები გულმავიწყები არიან, რადგან ისინი ფოკუსირებულები მხოლოდ მნიშვნელოვან ამბებზე არიან.

ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორების პოლ ფრანკლენდისა და ბლეიკ რიჩარდსის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რომ ყველაფერი დაიმახსოვრონ, ხშირად უჭირთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

"მნიშვნელოვანია, რომ ტვინი ივიწყებს არასაჭირო დეტალებს და ფოკუსირებულია ისეთ რაღაცებზე, რაც რეალურ სამყაროში გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ჩვენ ყველა ვადიდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იგებენ მახსოვრობაზე დამოკიდებულ სხვადასხვა თამაშებს, მაგრამ ევოლუციამ ჩვენი ტვინი გამოძერწა არა თამაშების მოსაგებად, არამედ ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მისაღებად", - ამბობს ბლეიკ რიჩარდსი CNN-თან.

კვლევის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან ბევრი არასაჭირო ინფორმაცია აქვთ, უფრო მარტივად შეიძლება გამორჩეთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

კომენტარები