მოგზაურობა

Wizz Air პარიზიდან მომავალ მგზავრებს საფრანგეთში დაგეგმილი გაფიცვის გამო აფრთხილებს

0 კომენტარი
ფოტო: www.telegraph.co.uk

Wizz Air 17 ნოემბერს პარიზიდან მომავალ მგზავრებს საფრანგეთის ქუჩებში დაგეგმილი გაფიცვის შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, გაფიცვა არ იქონიებს გავლენას Wizz Air-ის ავიარეისების ეფექტურ განხორციელებაზე.

ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ხვალ, 17 ნოემბერს, საფრანგეთში საწვავის გადასახადის დაწესებისა და საწვავის ფასის ზრდის გაპროტესტების მიზნით, მთელს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გაფიცვა და დემონსტრაციები იგეგმება. Wizz Air-ში აღნიშნავენ, რომ რადგან ამ დღეს მათი ავიარეისებიც შესრულდება, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას აწვდიან.

"გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air-ის ავიარეისები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი აღნიშნულ დღეს არის დაგეგმილი, Wizz Air, როგორც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, საჭიროდ თვლის, რომ პარიზის ქუჩებში დაგეგმილი გაფიცვისა და დემონსტრაციების შესახებ აცნობოს იმ ქართველ მგზავრებს, რომლებიც 17 ნოემბერს აღნიშნული ავიარეისებით ისარგებლებენ", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Wizz Air-ში ამბობენ, რომ გაფიცვის პროცესში მოსალოდნელია გზებისა და მაგისტრალების გადაკეტვა, რამაც, შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვიოს. ამიტომ, ავიაკომპანია ყველა მგზავრს ურჩევს, მეტი დრო გაითვალისწინონ აეროპორტამდე მგზავრობისათვის.

"გზების ბლოკირება მოსალოდნელია საფრანგეთის დიდ ქალაქებში - მათ შორის პარიზში - ასევე ყველა მთავარ საგზაო მაგისტრალზე. აღნიშნულ პროცესებს, შესაძლებელია, მოჰყვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტური გადაადგილების შეფერხებაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

Wizz Air ხაზს უსვამს, რომ მოსალოდნელი გაფიცვა არ იქონიებს გავლენას 17 ნოემბერს პარიზიდან და პარიზის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების ეფექტურ განხორციელებაზე.

"საქართველოსა და ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც მუდამ მომხმარებლებისთვის მგზავრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, საფრანგეთიდან საქართველოს მიმართულებით მომავალ მგზავრებს მიმართავს და აცნობებს, რომ აეროპორტამდე მიმავალი გზა, შესაძლოა, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს. საფრანგეთში მოსალოდნელი გაფიცვის შედეგად, შესაძლოა, მგზავრებს უფრო მეტი დრო დასჭირდეთ აეროპორტამდე მისასვლელად, შესაბამისად, ავიაკომპანია მათ ურჩევს, მეტი დრო გაითვალისწინონ აეროპორტამდე მგზავრობისთვის", - აღნიშნული განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ყველა მგზავრი, რომელსაც აღნიშნული ვითარება ეხება, გზებზე არსებული პოტენციური შეფერხების შესახებ Wizz Air-სგან იღებს შეტყობინებას ელ-ფოსტის სახით.

"მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა ავიაკომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება, Wizz Air ბოდიშს უხდის მგზავრებს ყველა შესაძლო შეფერხების გამო", - აღნიშნავენ კომპანიაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები