გიორგი ცერცვაძე

ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე გარდაიცვალა

fb.com/otokakhidze

ქართველი ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. 

მას ცოლი და 3 შვილი დარჩა. 

ვიცე პოლკოვნიკს სამშაბათს, 20 ნოემბერს დაკრძალავენ. 

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში.

2017 წლის 15 იანვარს ის კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

დაკავების დროს რუსთავი 2 იუწყებოდა, რომ ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარი იყო, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლებამ მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყო. 

კომენტარები