უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ილია II: იმედი გვაქვს, მსოფლიო და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

"მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიებს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 18 ნოემბრის ქადაგებისას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას და მასზე რუსეთის ეკლესიის რეაქციას. 

ცნობისთვის, კონსტანტინოპოლის ეკლესიას განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძოს. წმიდა სინოდმა ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უკვე გადადგა. აქამდე სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიის მეთაურები, მრევლთან ერთად ეკლესიის წიაღში დაბრუნებულად ცნო, კიევში საკუთარი მმართველობა აღადგინა და მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოაცხადა.

ამის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

"თანაზიარებაში მიღება სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემირებული პირების, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცება, მცდელობა, უკან წაიღო საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები - ყოველივე ამას გაჰყავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია რუსეთის ეკლესიის სინოდის განჩინებაში.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეფასებით, სამწუხაროა "ორი მძლავრი ეკლესიის, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირება". მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს არგუმენტებს შეისწავლის. ბოტკოველი ამბობს, რომ წმიდა სინოდი ამ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები