მოდა

ჯიჯი ჰადიდმა იმ ხალხს უპასუხა, რომლებიც ამბობენ რომ მისი წარმატება ოჯახის დამსახურებაა

0 კომენტარი
ფოტო: Victoriassecret.com

მოდელი ჯიჯი ჰადიდი იმ ხალხს პასუხობს, რომლებიც ამბობენ რომ ის წარმატებული მისი ოჯახის გამო არის.

ჯიჯი ჰადიდის მამა, მუჰამედ ჰადიდი წარმატებული უძრავის ქონების დეველოპერია, ხოლო დედა იოლანდა ჰადიდი ყოფილი მოდელი.

"ხალხი ამბობს, რომ ჩემი წარმატებული ოჯახის გამო არ ვიმსახურებ იქ ყოფნას, სადაც ვარ, მაგრამ ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ. მამაჩემი ლტოლვილი იყო, დედაჩემი ფერმაში მუშაობდა, ნიუ-იორკში ჩამოვიდა და ფულს ინახავდა, რათა ოჯახისთვის გამოეგზავნა. მათ ძალიან ბევრი შრომის შედეგად ცხოვრება მომცეს, მეც ძალიან ბევრს ვშრომობ რათა ამას პატივი ვცე", - თქვა ჯიჯი ჰადიდმა.

ჯიჯი ჰადიდმა ჟურნალ ფორბსის მიხედვით 2017 წელს 9.5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები