დაჭრა

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

flickr

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ინტერპრენიუსის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევას უკვე იძიებენ. შსს-ში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს მომხდარის სხვა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

კომენტარები