ძაღლები

Netflix-ის ახალი სერიალი ძაღლებზე, რომელიც ყველას აგატირებთ

"ძაღლები" - ეს არის Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

სერიალის 6-მა ეპიზოდმა მთელს მსოფლიოში დიდი წარმატება და პოპულარობა მოიპოვა თუმცა, არის ერთი ეპიზოდი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. 

მეორე სერია სახელად "ბრავო ზევს!" სირიელ ლტოლვილზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა კაცმა აიემმა ქვეყნიდან გამოქცევა მოახერხა და გერმანიაში დასახლდა. თუმცა, მას თავისი საყვარელი ძაღლის, ზევსის დატოვება მოუწია და მათი ემოციური ისტორია ყველას გულს აგიჩუყებთ

გულშემატკივრები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ აიემისა და ზევსის ისტორიას ემოციებს ვერ მალავდნენ სერიის ნახვის შემდეგ. 

"ბრავო Netflix-ს, ბრავო ზევს, ვკიოდი სერიის ნახვისას", "ეს არის იმ ხალხის ისტორია, რომლებსაც ომის გამო მოუწიათ საყვარელ ადამიანებთან, ცხოვლებთან, სახლთან გამომშვიდობება" " ბრავო ზევს! ის ისეთი კარგი ბიჭია, იმსახურებს პატრონთან ყოფნას".- წერდნენ twitter-ზე მაყურებლები.  

ბევრისთვის ეს ეპიზოდი იმედის სიმბოლოც გახდა. 

თუ როგორ დასრულდა მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია, ამის ნახვა Netflix-ზე შეგიძლიათ. 

კომენტარები