რეკლამა

"ტურბოს" ავტოლიზინგმა მომსახურების ახალი ოფისები გახსნა

საქართველოს სალიზინგო კომპანიის ქვებრენდმა "ტურბომ" ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში მომსახურების ახალი ოფისები გახსნა.

"ტურბო ახალი ოფისების მეშვეობით მომხმარებლებს საჭირო თანხის მიღების მარტივ და ყველაზე სწრაფ პროცედურას სთავაზობს. მას, ვისაც სჭირდება თანხა მეორადი ან ახალი ავტომობილის შესაძენად, შეუძლია მიმართოს "ტურბოს" ავტოლიზინგით მომსახურებისთვის. "ტურბოს“ ავტოლიზინგი გამოირჩევა ხელმისაწვდომობით, სწრაფი და მარტივი პროცედურით, დაბალი პროცენტით. განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, მანქანის შეფასებისთვის კი, მომხმარებელი შემდგომ მიდის მომსახურების ოფისში. ტურბოს ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რადგან იძლევა კომფორტული გარემოთი და მაღალი დონის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. "ტურბოს“ მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს იმ მომხმარებელმაც, ვისაც უკვე ჰყავს ავტომობილი და სჭირდება თანხა. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფა მომხმარებლისავე ავტომობილით არის შესაძლებელი, რომლითაც ის სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს" - აცხადებს საქართველოს ბანკი.

ახალი ოფისების მისამართებია: რუსთავი: წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ, ავტობაზრობის ტერიტორია; ქუთაისი: ჭავჭავაძის გამზირი # 37; ბათუმი: ჭავჭავაძის ქ. # 107ა; ზუგდიდი-მეუნარგიას ქ. #15.

ტურბო "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ქვებრენდია.

კომენტარები