ცნობილი ადამიანების სიკვდილი

SpongeBob-ის შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი გარდაიცვალა

Nickelodeon-ის ყველაზე პოპულარული მულტფილმის SpongeBob Squarepants-ის შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ანიმატორის სიკვდილის მიზეზი მოტორული ნეირონების დაავადება, ლატერალური ამიოტროფული სკლეროზი იყო. 

"მწუხარებით გვინდა გაცნობოთ სტივენ ჰილენბურგის, SpongeBob SquarePants-ის შემქმნელის გარდაცვალება. მისი შრომისთვის და სიცოცხლისთვის პატივის მისაგებად დღეს ჩვენ წუთიერი დუმილი გვაქვს." - დაწერა Nickelodeon-მა თვითერის ოფიციალურ ანგარიშზე. 

SpongeBob-ი ეთერში პირველად 1999 წელს გავიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში, მულტსერიალი 60-ზე მეტ ენაზეა გახმოვანებული. 

კომენტარები