კრიმინალი

შსს: ქობულეთში მამაკაცის მკვლელობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთში მამაკაცის მკვლელობა "მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს" არ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში კაცს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ესროლეს, თუმცა, შსს-ში ამბობენ, რომ მკვლელობა უბანთან ახლოს არ მომხდარა. 

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1973 წელს დაბადებულ მ. ც.-ს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს 
აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება"
- აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები