ეკლესია

ჰოლანდიაში ეკლესია 800 საათია ღვთისმსახურებას ატარებს, რათა ოჯახი დეპორტაციისგან იხსნას

CNN.com

ჰოლანდიაში ეკლესია 800 საათია ღვთისმსახურებას ატარებს, რათა ოჯახი დეპორტაციისგან იხსნას.

ჰოლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას არ აქვს უფლება შევიდეს ტაძარში მაშინ, როდესაც იქ მსახურება მიმდინარეობს. ამიტომ, ერთ თვეზე მეტია, რაც პასტორები და მოხალისეები ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში ღვთისმსახურებას ატარებენ, რათა დეპორტისგან იხსნან სომხეთიდან ჩასული ოჯახი, რომელსაც თავშესაფარზე უარი უთხრეს.

ტამრაზიანების ოჯახი, რომელშიც სამი წევრი ბავშვია, სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდნენ. მათთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი 8 წლის განმავლობაში წყდებოდა, ახლახანს კი ოჯახს უარი უთხრეს თავშესაფრზე.

ოჯახის წევრის, 21 წლის ჰაიარპი ტამრაზიანი ამბობს, რომ "ძალიან გახარებულია და მადლობელია ყველა მოხალისის".

ეკლესიის წარმომადგენელის, ალექს ვიკის თქმით, მათ პოლიცია უფრო ახლოდან აკვირდება, ვიდრე აქამდე იყო.

"მე ერთ დიდ დოკუმენტში შევაგროვე ყველა ლიტურგია, ჩვენ მათ ვმღეროდით და ვკითხულობდით, შემდეგ სხვა პასტორებმაც აღმოგვაჩინეს და შემოგვიერთდნენ", - თქვა ალექს ვიკმა.

მანამ სანამ ტამრაზიანების ოჯახი დეპორტის საფრთხუს ქვეშ იდგება, ეკლესიის წარმომადგენლების თქმით ღვთისმსახურება გაგრძელდება.

კომენტარები