შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი: საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ილია მეორე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დამარცხებულმა მხარემ არ ცნო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. 

"მოდით რა თავს ნუ მოივტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით, ვაღიაროთ, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა. სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა. ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ, მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია. ნაცების ეკონომიკის ექს-მინისტრმა ამჟამად საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს---რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის."- დაწერა ნათელაშვილმა Facebook-ზე. 

კომენტარები