გიორგი ჩაკვეტაძე

"სუპერტალანტს დიდი მომავალი აქვს, ყურადღება, ის საშიშია" - შვეიცარიული მედია ჩაკვეტაძეზე

0 კომენტარი
ფოტო: gff.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შვეიცარიულმა სააგენტო 20min.ch-მა ქართველ ტალანტ გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია უკვე მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

19 წლის ქართველ სუპერტალანტს დიდი მომავალი აქვს. ყურადღება, ის საშიშია!

"იქნება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ "გენტის" ფეხბურთელი, როცა შვეიცარიის ნაკრები საქართველოს შეხვდება? დარწმუნებულნი არ ვართ, რადგან ბელგიური კლუბის ფეხბურთელი წამყვან ევროპულ კლუბებს სურთ. "ბარსელონამ" "გენტს" 19 წლის ფენომენზე სატრანსფერო წინადადებით უკვე მიმართა. შესაძლოა, ჩაკვეტაძე ამ დროისთვის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეც კი იყოს.

2017 წელს, მიუნხენის "ბაიერნმა"დაიგვიანა და ქართველი "გენტში" გადავიდა. ბელგიელები ჭკვიანურად მოიქცნენ, რადგან ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ბაიერნს" მისი გადაბირება დღესაც სურს. მის გარდა, "ტოტენჰემი" და "შახტარიც" აქტიურობენ.

2018 წლის მარტიდან, ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში 5 გოლი გაიტანა. ის ბრწყინავს "გენტშიც", რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს. მცირე შანსია, რომ ჩაკვეტაძე იქ ამ დრომდე დარჩეს.

ჩაკვეტაძეში ფიზიკური და ტექნიკური ღირსებებია თავმოყრილი, რაც მას უნაკლო ფეხბურთელად აქცევს. შვეიცარიის ნაკრებს მასთან სიფრთხილე მართებს", - წერს 20min.ch-ი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასა და გიბრალტართან ერთად მოხვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფში გამოსვლას მომავალი წლის 23 მარტს, სწორედ შვეიცარიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს, საკვალიფიკაციო ეტაპს კი 15 ნოემბერს, ისევ ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებთან სტუმრად დაპირისპირებით დაასრულებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები