გიორგი ჩაკვეტაძე

უატფორდმა ბრიტანულ კლუბში იჯარით მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა

გიორგი ჩაკვეტაძე ბრიტანულმა კლუბმა უატფორდმა გამოისყიდა. აქამდე, ქართველი ფეხბურთელი კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობდა. აღნიშულთან დაკავშირებით განცხადება ინგლისურმა კლუბმა გაავრცელა.

ჩაკვეტაძე უოტფორდში ბელგიური გენტიდან 1-წლიანი იჯარით 2023 წლის აგვისტოში გადავიდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, 2018 წელს კი ბელგიურ გენტში გადავიდა. ამის შემდეგ, სხვადასხვა სახის ტრავმების მერე პრაქტიკულად 2 სეზონი გამოტოვა. ის იჯარით ასევე თამაშობდა ჰამბურგსა და ბრატისლავაში.

მიმდინარე 2023/24 წლის სეზონში ჩაკვეტაძეს 26 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 24 წლის ფეხბურთელმა 1 გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.

კომენტარები