იტალიის სერია A

იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მაურო იკარდი დაასახელეს

მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იტალიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, არგენტინელმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

იტალიის ჩემპიონატის 2017/2018 წლების სეზონში, იკარდიმ 29 გოლი გაიტანა და ჩირო იმობილესთან ერთად ბომბარდირი გახდა. "ინტერმა" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ გასული სეზონის სიმბოლური გუნდიც დაასახელა:

მეკარე: ალისონ ბეკერი; 

მცველები: ჟოაუ კანსელუ, კალიდუ კულიბალი, ჯორჯო კიელინი, ალექს სანდრო;

ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რაჯა ნაინგოლანი;

თავდამსხმელები: პაულო დიბალა, მაურო იკარდი, ჩირო იმობილე.

კომენტარები