ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, შავთელის, ბარათაშვილის, გომის, ასკანის, ბეთლემის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ჯვარედინის, ჩახრუხაძის, ავლევის, გორგასლის, გრიშაშვილის და იბრაჰიმ ისპაჰანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები