გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე არჩევნებზე პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს

ტაბულა

გიორგი ვაშაძე 2019 არჩევნებზე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს. 

ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსმა "ტაბულას" დაუდასტურა. ვაშაძის თქმით, ის პოროშენკოს შტაბში საარჩევნო პროგრამის კუთხით იმუშავებს. ის ამბობს, რომ ის აქამდეც მუშაობდა პოროშენკოსთან ანტიკორუფციულ სასამართლოსთან და ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით. 

"ჩართული ვიქნები წინასაარჩევნო კამპანიაშიც და საარჩევნო პროგრამის კუთხით ვიმუშავებ. პოროშენკოსთან 3 წელია, ვმუშაობ და აქტიურად დავდივარ უკრაინაში. ვმუშაობდი ანტიკორუფციულ სასამართლოსა და ანტიკორუფციულ ბიუროზე," - ამბობს ვაშაძე ტაბულასთან საუბრისას. 

მისივე თქმით, პოროშენკოს ეკონომიკური და, ზოგადად, რეგიონული განვითარების საარჩევნო პროგრამა მის მიერ იქნება შემუშავებული.   

გიორგი ვაშაძე ახლა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" შტაბის ხელმძღვანელია.

კომენტარები