სამოქალაქო მოძრაობა

ელისაშვილი: ჩვენი მიზანია, დავასრულოთ მესიების მოლოდინი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობაში გაწევრიანება "ყველა პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ადამიანს" შეუძლია.

ტაბულასთან საუბარში ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო მოძრაობა შესაძლოა, პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნას.

"ამას დაუფარავად ვამბობ, მაგრამ პირველადი მიზანი ეს არ არის, პირველადი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყანაში ვნახოთ და შემოვიკრიბოთ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები თავის საქმეში და რომლებიც არიან უბრალოდ პატიოსანი ადამიანები. მხოლოდ ე.წ ცნობად სახეებს, რომლენიც პარტიიდან პარტიაში გადადიან პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მხოლოდ ასეთი ხალხის ასპარეზი არ არის ეს ქვეყანა, პირიქით, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ადარდებს ხალხი მათი პრობლემები, ორი ძალა ერთმანეთთან ბრძოლით არის გართული.

ჩვენი მიზანია, რაღაც მესიების მოლოდინში კი არ ვიყოთ, ბოლოსდაბოლოს დავასრულოთ ეს მოლოდინი, ხელები დავიკაპიწოთ და ჩვენ ავიღოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი შვილების მომავალზე პასუხისმგებლობა" - ამბობს ელისაშვილი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ალეკო ელისაშვილი პასუხობს - "არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ერთს ვიტყვი - ყველა ამბობს, მესამე ძალას ველოდებით, მესამე ძალა უნდა მოვიდეს, მე ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და მესამეზე არ ვყოფილვარ არასდროს და მესამეობისთვის მითუმეტეს არ ვიბრძვი".

ახალი სამოქალაქო მოძრაობის ინფორმაციით, მათ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ჯანდაცვა, განათლება და ურბანული მიმართულებები. მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები