არჩილ ტატუნაშვილი

ევროსასამართლო სარჩელს - “ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” დაჩქარებული წესით განიხილავს

0 კომენტარი
ფოტო: ამერიკის ხმა

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი “ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” შეიტანა. სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 800 გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია სასამართლო დასკვნა და  მტკიცებულებები, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, წამება და მკვლელობა დასტურდება.

“წარმოდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა წამების კვალი. თუ სასამართლო მოითხოვს დამატებით მტკიცებულებებს, სავარაუდოდ, განმარტებებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მტკიცებულებები გადავუგზავნოთ” - აცხადებს ცენტრის დირექტორი.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და დამნაშავეები დაისჯებიან.

არჩილ ტატუნაშვილი, ყოფილი სამხედრო, რუსმა ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს მისი ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, 26 დღის შემდეგ გადასცეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები