nasa

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა მარსზე ქარის ხმა ჩაიწერა

0 კომენტარი

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა InSight, რომელიც ათი დღის წინ მარსზე დაეშვა, ქარის ხმა ჩაიწერა. 

Insight-ის ჩანაწერი პირველი ბგერებია მარსიდან, რომლებიც ადამიანის ყურმა აღიქვა. რობოტი არ იყო აღჭურვილი მიკროფონით, ბგერები წნევის სენსორებმა და სეისმომეტრებმა დააფიქსირეს. NASA-მ პარასკევს გამოაქვეყნა ნედლი აუდიჩანაწერი და ასევე მეორე ვერსია, რომელიც ორი ოქტავითაა ამაღლებული. 

"ბგერების ჩაწერა არ იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მისიის ერთ-ერთი მიზანი მარსზე მოძრაობის გაზომვაა, რაც ბუნებრივად გულისხმობს ბგერის ტალღების მიერ გამოწვეულ მოძრაობასაც."- ამბობს მისიის მკვლევარი ბრიუს ბანერდტი. 

ქარის სიჩქარე დაახლოებით 16-24 კილომეტრი საათშია, 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები