ბრექსითი

ECJ: ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ბრექსითი ევროკავშირის ქვეყნების ნებართვის გარეშე

0 კომენტარი
ფოტო: ECJ

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია, გააუქმოს ბრექსითი ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი სახელმწიფოს ნებართვის გარეშე. 

საქმე გასულ თვეში 27-მა მოსამართლემ განიხილა. 

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა ისე გაკეთდეს, რომ ბრიტანეთის წევრობის პირობები არ დაირღვეს.  

პოლიტიკოსები, რომლებიც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას ეწინააღმდეგებიან, დაობდნენ იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონოდა უფლება, სურვილის შემთხვევაში ბრექსითის პროცესი ცალმხრივად შეეჩერებინა, თუმცა, მათი მოთხოვნის ეს ვარიანტი დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირისთვის იყო მიუღებელი. 

ECJ-ის უმაღლესი თანამდებობის პირმა - გენერალურმა დამცველმა თქვა, რომ გასულ კვირას მან მხარი დაუჭირა აზრს, რომ დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დატოვების შესახებ აზრის შეცვლის შესაძლებლობა. მის ამ განცხადებას მაშინ სამართლებრივი სარჩული არ ჰქონია, მაგრამ სასამართლომ სწორედ ეს მოსაზრება გაითვალისწინა. 

გადაწყვეტილება დღეს გახმოვანდა, ერთი დღით ადრე, ვიდრე ბრიტანეთის თემთა პალატა კენჭს უყრის ბრექსიტის ​პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას. მოსალოდნელია, რომ ეს წინადადება ჩავარდეს.

ბრექსიტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივ დონეზე ეს გამარჯვება გაზრდის შანსებს, რომ ევროკავშირის დატოვების საკითხი საბოლოოდ შეჩერდება, სავარაუდოდ კიდევ ერთი რეფერენდუმით. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურისტების შეფასებით, ECJ-ის ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შესაძლოა საშიში პრეცედენტიც იყოს. 

მათი თქმით, ამან შესაძლოა სხვა ქვეყნებს უბიძგოს ევროკავშირის დატოვების მუქარისკენ, თუ არ მიიღებენ წევრობის მათთვის ხელსაყრელ პირობებს. 

ბრიტანეთის მთავრობის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ საქმე ჰიპოთეტური იყო, რადგან "დიდი ბრიტანეთი არ აპირებს თავისი განცხადების გაუქმებას" და სწორედ ამტომ ECJ-ის მოსამართლეებმა უარი უნდა ეთქვათ ამ გადაწყვეტილებაზე.

ისინი ასევე ირწმუნებოდნენ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საქმის უკან დგანან, სასამართლოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე ზეწოლისთვის იყენებდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები