თურქმა ფოტოგრაფმა მუსტაფა ჩანკაიამ, რომელიც ასევე ათათურქის აეროპორტში მუშაობს, ფოტოპროექტი "100 სახე 100 ქვეყნიდან" გააკეთა.
"მე ვხედავ ათასობით განსხვავებულ სახეს ყოველ დღე, ყველა კულტურისა და დედამიწის ყველა ნაწილის წარმომადგენელს. ეს საგანძურია ჩემნაირი ფოტოგრაფისთვის", - თქვა მუსტაფა ჩანკაიამ.
ფოტოგრაფმა პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და 77 ქვეყნიდან 117 ადამიანის პორტრეტი გადაიღო. მუსტაფა ჩანკაია პროექტის გაგრძელებსა და 100 ქვეყნის წარმომადგენლის გადაღებას აპირებს.
ფოტოპროექტმა ინტერნეტში გავრცელებისთანავე უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო.