უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რუსეთის ეკლესიის მაღალიერარქი საპატრიარქოშია - "წმიდა ნაწილები ჩამოასვენა"

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საქართველოს საპატრიარქოში

უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ კრებამდე ხუთი დღით ადრე, რომლის არჩეულ პირველიერარქსაც კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი უნდა უბოძოს მოსკოვის ეკლესიამ საქართველოში საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკალამის მიტროპოლიტი ილარიონი წმიდა ნაწილებით გამოგზავნა. 

გორიდა და ატენის ეპარქიის ცნობით:

"დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოში რუსეთიდან ჩამობრძანდა წმ. აღმსარებელ სქეიღუმენია თამარის წმინდა ნაწილები. წმინდა ნაწილები ჩამოასვენა რუსეთის ეკლესიის დელეგაციამ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონის წინამძღოლობით.

წმინდანის ნაწილებს აეროპორტში შეეგებნენ მიტროპოლოტი გერასიმე და ეპისკოპოსი ვახტანგი სამღვდელოებასთან ერთად. აეროპორტიდან წმ. ნაწილები გადმობრძანებულ იქნა საქართველოს საპატრიარქოში, სადაც მათ შეეგება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. მისმა უნმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ აღასრულა საზეიმო მსახირება წმ. სქეიღუმენია თამარის ნაწილების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს რუსი მაღალიერარქის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში პოზიციის დაკავებისგან და რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს "საერთო ენის" გამონახვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები