ბრექსითი

ტერეზა მეიმ ბრექსითის შეთანხმების კენჭისყრა გადადო, ევროკავშირთან მოლაპარაკება გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: EPA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის ლიდერებთან ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ გამართავს.

ჰოლანდიის პრემიერმინისტრ მარკ რიუტესთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში არსებული ბრექსითის შეთანხმებაზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო. ამის შემდეგ ტერეზა მეი ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებსაც შეხვდება.

მეის თქმით ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით დამატებითი გარანტიები სჭირდება, რათა პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვოს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით ევროკავშირი ბრექსითზე ახალი შეთანხმების მიღწევას არ აპირებს, თუმცა ლიდერები განიხილავენ ბრიტანეთის მიერ შეთანხმების რატიფიკაციის ხელშეწყობის გზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ პრემიერმინისტრი მეი ირწმუნებოდა, რომ პარლამენტში კენჭისყრა დაგეგმილ ვადებში გაიმართებოდა, თუმცა გუშინ ის გადადო.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გაიმართება კენჭისყრა, თუმცა ტერეზა მეი უკანასკნელ ვადად 21 იანვარს ასახელებს.

ტერეზა მეის უნდობლობა კონსერვატიული პარტიის უკვე 26-მა პარლამენტარმა გამოუცხადა. იმ შემთხვევაში, თუ ეს რიცხვი 48-მდე გაიზრდება, შესაძლოა მეის პოსტის დატოვება მოუხდეს.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია, გააუქმოს ბრექსითი ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი სახელმწიფოს ნებართვის გარეშე.

ბრექსითის არსებული შეთანხმების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები