ამინდის პროგნოზი

"წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი" - როგორი ამინდი იქნება 14 დეკემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები