ცხოველები

გიგანტური კენგურუ როჯერი 12 წლის ასაკში მოკვდა

კენგურუ როჯერი, რომელიც თავისი ათლეტური გარეგნობით გამოირჩეოდა, 12 წლის ასაკში სიბერისგან მოკვდა.

როჯერი 2006 წელს მკვდარი დედის ჩანთაში იპოვეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მას შემდეგ ის ავსტრალიის ნაკრძალში გაზარდეს.

"ის ძალიან პატარა იყო, როცა მე, მკვდარი დედის ჩანთიდან ამოვიყვანე და გადავარჩინე" - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი კრის ბარნსი.

კენგურუ უჩვეულოდ მაღალი გაიზარდა. მისმა სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია, ხოლო წონა 89 კილოგრამი იყო. 

როჯერი, ნაკრძალის ტერიტორიაზე დაკრძალეს. 

კომენტარები