თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბელიაშვილის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ფეიქართა (ნაწილობრივ), ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ) და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII, კვარტლების (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, ფხაკაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები