დაპირისპირება პარლამენტში

ინაშვილი: საათი მაგიდაზე მუშტის დარტყმისას კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას მომძვრა

"ჩემი საათი მაგიდაზე მუშტის დარტყმის დროს კი არა, მანდატურთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა" - პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ენმ-ის წევრის ნიკა მელიას პოსტს ეხმაურება, სადაც ნიკა მელია წერდა, რომ ინაშვილს საათი მაგიდაზე მუშტის დარტყმის დროს მოძვრა. 

"დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადაცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ ნაცმოძრაობისთვის წამზომი ჩართულია!!! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაციას. ცოდოა." - წერ ირმა ინაშვილი.

გუშინ ნიკა მელიამ ინაშვილის საათის ამსახველი ფოტო გაავრცელა და მას ჯილდო უწოდა.

კომენტარები