შეწყალების კომისია

პრეზიდენტის უარი ბოლო შეწყალებაზე - "ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ"

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არ საუბრობს იმ მიზეზებზე, რატომ არ გამოსცა მისი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლო შეწყალების აქტი. ის კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ კომისიის სხდომები მისი გადაწყვეტილებით შეწყდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის იმ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, რომელიც კაბინეტის ინფორმაციას კარგად ინახავს. 

"მე სხვათაშორის, იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ძალინ კარგად ახერხებს და ინახავს თავისი კაბინეტის ინფორმაციულ შეუვალობას და ძალიან ხშირად არ ვყვები ხოლმე იმ მოტივებზე, რატომ რაღაცა ნაბიჯი გადავდგი, თუ არ მინდა ამის თაობაზე საუბარი. ანუ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ და ასეა", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

არსებულიინფორმაციით, შეწყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტმა ჯერ ჩანიშნა, შემდეგ კი შეაჩერა. თუ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების აქტს არ მიიღებს, კომისიაში შესულს საქმეებს ახალი კომისია განიხილავს, რომელიც ახალ პრეზიდენტთან ჩამოყალიბდება.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადაში შეწყალების კომისიის ბოლო სხდომები მიმდინარე კვირაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთი სხდომის შემდეგ დანარჩენები გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები